English Georgian
 
მიმდინარე პროექტები / იბერია ჰილსი
«იბერია ჰილსი»-ს განვითარების უზრუნველყოფს
კომპანია მეტრა დეველოპმენტი.
იბერია ჰილსი

ახალი უბანი ვაკეში

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ვაკის რაიონში, კერძოდ ბაგებში, თბილისი-წყნეთის გზატკეცილის დასაწყისში, მასთან უშუალოდ მიმდებარე მთის ფერდობზე. საპროექტო ტერიტორია 5,5 ჰექტარ (ანუ 55 000 კვ.მ) მიწის ნაკვეთს მოიცავს; აქედან 2,5 ჰექტარი გამოყენებული იქნება სამშენებლო ფართისათვის, დანარჩენ ტერიტორიაზე კი შენარჩუნდება მწვანე ზოლი.

აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება თბილისი-წყნეთის ავტომაგისტრალი, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან ბაგების არსებული განაშენიანება, ხოლო დასავლეთიდან - კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც საპროექტო ტერიტორიისაგან ბუნებრივი საზღვრით, კერძოდ ხევით არიან გამოყოფილი.

საპროექტო ტერიტორია გამწვანებულია ძირითადად წიწვოვანი ჯიშის ხეებით; …მწვანე ნარგავებით დაკავებული ფართობების ხელშეუხებლობის მოტივით და სხვა ეკოლოგიურ ფაქტორთა გათვალისწინებით, განაშენიანება დაიკავებს რაც შეიძლება ნაკლებ ტერიტორიას.

ტერიტორიაზე დაპროექტებულია 22 სახლი. საცხოვრებელ კომპლექსში აშენდება საზოგადოებრივი დანიშნულების ცენტრი, სადაც განთავსდება საცურაო აუზი, საბავშვო ბაღი, პირველადი საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, მათ შორის: სასურსათო და შერეული ტიპის მაღაზიები და სხვა ადმინისტრაციული დანიშნულების ობიექტები.

საცხოვრებელი სახლების სართულიანობა ძირითადად 2 და 4-ს შორის მერყეობს. Aაქ გათვალისწინებულია როგორც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები (ე.წ. ვილები) თავისი საკუთარი ( 1200-1300 კვ.მ. სიდიდის) მიწის ნაკვეთებით, ასევე 1-2 სადარბაზოიანი სახლები, რომლებშიც განთავსებულია სხვადასხვა ფართის საცხოვრებელი ბინები, მათ შორის ბოლო სართულებზე განთავსებულია პენტჰაუზები.

ბინების სიდიდე ფართობების მიხედვით 60-დან 213 კვ. მ.-მდე ოცი კვ.მ.-ის გრადაციით იცვლება, რაც განაპირობებს მათი გეგმარების მრავალფეროვნებას და არჩევანის დიდ სპექტრს.

თითოეული ბინისთვის გათვალისწინებულია თითო მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც ლიფტის საშუალებით დაუკავშირდება საცხოვრებელ სართულებს. ავტოსადგომის გარდა თითქმის ყოველ ბინას გააჩნია სარდაფის სათავსო.


ჰილსი 1


Read more
ჰილსი 2


Read more
ჰილსი 3


Read more
ჰილსი 4


Read more
ჰილსი 5


Read more
ჰილსი 6


Read more
ჰილსი 7


Read more
ჰილსი 8


Read more
ჰილსი 9


Read more
ჰილსი 10


Read more
ჰილსი 11


Read more
ჰილსი 12


Read more
ჰილსი 14


Read more
ჰილსი 15


Read more
ჰილსი 16


Read more
ჰილსი 17


Read more
ჰილსი 26


Read more
VideoSite
top