English Georgian
 
2010.03.15
ოპიკის მიერ იბერიას მორიგი გეგმიური შემოწმება


12 მარტს, გეგმიური შემოწმების მიზნით OPIC-ის წარმომადგენელი, კენეტ ენჯელი იბერიას ეწვია. ეს კომპანიის რიგით მეორე გეგმიური შემოწმებაა ამერიკის მთავრობის სააგენტო OPIC-ის მიერ. კენეტ ენჯელის პირველი ვიზიტი კომპანიის მენეჯმენიტის მიერ ჩატარებული სამუშაოების შესამოწმებლად 2009 წლის 23 ოქტომბერს შედგა.

  
სამშენებლო ტერიტორიების დათვალიერების შემდეგ, “იბერია უძრავი ქონების” მხრიდან წარდგენილი იყო ანგარიში 23 ოქტომბრის შემდეგ ჩატარებული სამუშაოების შესახებ, რომელიც “იბერია კონსტრაქშენმა” განახორციელა ოთხ მიმდინარე ობიექტზე. წარდგენილი ანგარიშის გაცნობის შემდეგ, კენეტ ენჯელმა დადებითად შეაფასა ჩატარებული სამუშაოები.

   
შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 8 მაისს ამერიკის მთავრობის სააგენტო OPIC-ის მხრიდან გამოიყო სესხი 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, იბერიას მიმდინარე პროექტებისთვის, რაც იბერიას მიერ აღებული ვალდებულების ბოლომდე შესრულებას უწყობს ხელს.