ახალი ამბები
2010.05.24

ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტის ,,ძველი თბილისის ახალი სიცოცხლ“-ის მე–2 ტენდერი 2010 წლის 21 მაისს ჩატარდა.  განაცხადი  33 კომპანიასთან ერთად იბერიამაც შეიტანა. წარდგენილი იყო  73 ლოტი. იბერიაამ წარადგინა 7 ლოტი:

მთაწმინდის რაიონი – ყიფიანის ქ. #25, #27, #27ა, #29

                                              კოტე მესხის III ჩიხი

ჩუღურეთის რაიონი – ნინო ჩხეიძის ქ. #10

ისანი-სამგორის რაიონი – ბოჭორმის ქ. #23

 

იბერიამ ჯამში 35 ხელშეკრულება გააფორმა მოსახლეობასთან ზემოთ ჩამოთვლილ მისამართებზე  და შესთავაზა მათ ბინით უზრუნველყოფა იბერია ჰილსში. შეთავაზებული ბინების რაოდენობაა 38 ერთეული.

 

 

პროექტის პირველ ეტაპში  მხოლოდ 11 დეველოპერული კომპანია იღებდა მონაწილეობას. პროგრამის პირეველ ეტაპთან შედარებით, გაცილებით მასშტაბური აღმოჩნდა მეორე ეტაპი.  გაზრდილია პროექტის დაფარვის არეალიც. პირველი  ეტაპი ძველი თბილისის ისტორიულ უბნებს შეეხო, ხოლო მე–2 ეტაპზე  ძველი თბილისის რაიონი მასში თითქმის მთლიანად მოექცა. ტენდერის პასუხები ერთი თვის განმავლობაში გახდება ცნობილი.