არქიტექტურული სტუდია
სამშენებლო კომპანია “იბერიის” არქიტექტურული სტუდია ამ ორგანიზაციის მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულია. აქ წარმატებით მოღვაწეობენ ჩვენი ქვეყნის ცნობილი არქიტექტორები და კონსტრუქტორები, რომლებიც ახალგაზრდა კოლეგებთან ერთად მუდმივად ზრუნავენ კომპანიის საქართველოს და საზღვარგარეთის მასშტაბით წარმოჩენაზე.
დღეისათვის “იბერია” ს არქიტექტურულ სტუდიაში მუშაობ 17 პროფესიანალი არქიტექტორი და კოსტრუქტორი მუშაბს. სტუდიის არქიტექტორიები სისტემატიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა არქიტექტურულ კონკურსებში სადაც არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.

პროფესიული არქიტექტურული პრემიები


2007 - ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გამოცხადებული ღია არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი კონკურსის წამახალისებელი პრემია “მეტროს სადგურ “ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტისათვის”.
2007 - საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული 11 საჯარო სკოლის არქიტექტურული კონკურსი - სპეციალური პრემია ვაზიანის საჯარო სკოლის პროექტისათვის
2006 - “ქართუ” ჯგუფის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირველი პრემია “ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის პროექტისათვის”
2006 - საერთასორისო არქიტექტურული კონკურსი “ოქროს კაპიტელი”. III პრემია პროექტისათვის “მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი თბილისში, ჩიტაძის ქუჩა #11-ში”
2006 - “ქართუ” ჯგუფის მიერ გამოცხადებული კონკურსის მეორე პრემია “ქართული სახლის პროექტისათვის საჩხერეში”
2005 - “ქართუ” ჯგუფის მიერ გამოცხადებული კონკურსის მეორე პრემია “საცურაო აუზის პროექტისათვის საჩხერეში”
2005 - საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი “ოქროს კაპიტელი”- III პრემია პროექტისათვის “საცხოვრებელი სახლების ჯგუფი ბაგებში”
2005 - საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ყოველწლიური არქიტექტურული კონკურსი წლის საუკეთესო პროექტი. I პრემია პროექტისათვის “საცხოვრებელი სახლების ჯგუფი ბაგებში” –
ნომინაციაში “ქალაქგეგმარება”

აქ შესრულებული ნამუშევრები წარმატებით გამოიფინა 2006 წლის ვენეციის ტრადიციულ ხელოვნების ბიენალეზე, სადაც ფართო საზოგადოებრიობის, მათ შორის არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის UIA პრეზიდენტის ბატონ გაეტან სიუს განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

არქიტექტურული სტუდია ზოგად კოორდინაციას უწევს კომპანიის საპროექტო და არქიტექტურულ საქმიანობას. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს კომპანიის ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფთან, მათ შორის განვითარების, მარკეტინგის და გაყიდვების ჯგუფებთან, წარმართავს ურთიერთობებს ქალაქის არქიტექტურის სამსახურან, შესაბამის სამინისტროსთან, არქიტექტორთა კავშირთან, ჩვენი ქვეყნის და უცხოურ არქიტექტურულ-სამშენებლო ორგანიზაციებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან (საკრებულო, მერია და მისი სამსახურები).

არქიტექტურული სტუდია აგრეთვე იღებს ინდივიდუალურ დაკვეთებს როგორც ინტერიერის დიზაინზე ასევე სრული საპროექტო სამუშაობის ჩატარებაზე:

• არქიტექტურა
• კონსტრუქცია
• წყალმომარაგება და კანალიზაცია
• გეოლოგია და ტოპოგეოდეზია
• განიავება
• გათბობა, ელექტროობა და სუსტი დენები
• შრომის ორგანიზაციის პროექტი
• ხარჯთაღრიცხვა
• დენდროლოგია