English Georgian
 
2010.02.15
იბერია მონაწილეობს პროექტში“ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”

ქართულ ამერიკული კომპანია ს.ს. “იბერია უძრავი ქონება” ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამის `ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის~ მეორე ეტაპში მონაწილეობს. 

 ამ პროექტის ფარგლებში “იბერია” აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს მთაწმინდა-სოლოლაკსა და ვერის უბნებში. კომპანია მოსახლეობასთან საცხოვრებელი ფართების შეთანხმების ეტაპზე იმყოფება. 
`ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის~ მეორე ეტაპში “იბერია” ბაგებში მიმდინარე პროექტით “იბერია ჰილსს”-ით მონაწილეობს.
“იბერია ჰილსის” შესახებ:
პროექტის დაწყების თარიღი:  სექტემბერი, 2006
პროექტის დასრულების თარიღი:   მაისი, 2011
მთლიანი სამშენებლო ფართი:  55 173,37 მ2
კომერციული-საოფისე ფართების და ბინების რაოდენობა:  237
 

იბერია ჰილსი მდებარეობს ვაკის რაიონში, დაბა წყნეთთან ახლოს, და 5 კილომეტრითაა დაშორებული ქალაქის ცენტრს. საცხოვრებელი კომპლექსი ბაგებში ბუნებრივ ტყესა და პატარა მთებით გარემოცულ ტერიტორიაზე ერთდროულად 20 ოთხსართულიანი სახლის მშენებლობას მოიცავს. ბინების ფართობი  მერყეობს 46-დან 213 კვადრატულ მეტრამდე. ინფრასტრუქტურა მოიცავს სპორტულ მოედნებს, სუპერმარკეტს, აფთიაქს, საცურაო აუზებს და ავტოსადგომებს, ასევე საოფისე და კომერციული დანიშნულების სივრცეებს;  ტერიტორია იქნება შემოსაზღვრული და დაცული.