English Georgian
 
2010.01.27
2009 წლის შეფასება და შედეგები



     სამშენებლო სექტორი 2009 წელს: 2008 წლის მძიმე მეკვიდრეობის ფონზე, ქართული ეკონომიკის ყველაზე სწრაფად განვითარებადი სექტორისთვის 2009 წელი საკმაოდ კრიზისული იყო. სამშენებლო სექტორი ყველაზე მაღალ რისკიან ბიზნესად გამოცხადდა არამარტო საქართველოში. შემცირდა საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან სექტორის ინვესტირება, პროექტების დაკრედიტება. ადგილობრივი ბანკების მხრიდან შეიზღუდა სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემაც. საგრძნობლად დაეცა მომხმარებლის ნდობა სამშენებლო კომპანიების მიმართ, რაც ცუდად აისახა როგორც გაყიდვებზე, ასევე დებიტორული დავალიანებების დაფარვაზეც. ერთობლიობაში ამ პრობლემებმა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ყველა ქართული სამშენებლო კომპანია.


     იბერია 2009 წელი: სექტორზე საერთო სირთულეების მიუხედავად, იბერია უძრავი ქონებისთვის ეს წელი წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რის შედეგადაც მოვახერხეთ ფინანსური რესურსების მოზიდვა ამერიკის მთავრობის სააგენტო OPIC-ისგან 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობით მიმდინარე 4 პროექტის დასამთავრებლად.

      ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის ფონზე განსაკუთრებით ძნელია ასეთი წარმატების მიღწევა. მიღებულმა კონკრეტულმა სტრატეგიულმა გადაწყვეტილებებმა, ფინანსური მენეჯმენტის გამჭვირვალობამ განაპირობა ამერიკელი აქციონერის შეძენა (Firebird Avrora) 40% წილით 2008 წლიდან, რის შედეგადაც იბერია ქართულ-ამერიკული კომპანიად იქცა. კომპანიაში სწორედ ამერიკული მხარეს არსებობამ მოგვცა იაფი ამერიკული კრედიტის მიღების შანსი აშშ მთავრობისგან. 

     2009 წლის 8 მაისს ოპიკისგან დამტკიცებული სესხის პირველი ტრანში სამ თვეში მივიღეთ. ფინანსური რესურსი გადანაწილდა სხვადასხვა ეტაბის მქონე ოთხ პროექტზე. იბერიამ შეფერხებით მიმდინარე სამშენებლო პროცესი გაააქტიურა, რადიანის #13-ში, ყიფშიძის #7-ში, იბერია ჰილსში და განაახლა მშენებლობა აბაშიძის #73-ში.

     23 ოქტომბერს ოპიკის წარმომადგენელი კენეტ ენჯელი იმყოფებოდა გეგმიური შემოწმების მიზნით იბერიაში. მან დადებითად შეაფასა ჩატარებული სამუშაოები და განაცხადა რომ, ჩვენ მათი სახით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან გვაქვს მხარდაჭერა. რომ ამერიკის მთავრობა მათი სახით (OPIC) განაგრძობს იბერია უძრავი ქონების ფინნსურ დახმარებას.  

     15 იანვარს OPIC-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა პრესრელიზი, სადაც ნათქვამია რომ, ამერიკის მთავრობა სააგენტოს სახით ეხმარება ამერიკულ მცირე ბიზნესს საზღვარგარეთ, მათ შორის საქართველოშიც, კონკრეტულად ერთერთ ლიდერ სამშენებლო კომპანია “იბერია უძრავი ქონება”-ს. პრესრელიზში დადებითად არის შეფასებული ჩვენი კომპანიის საქმიანობა და ის პროგრესი რაც სესხის აღების შემდეგ საგრძნობლად შესამჩნევია. OPIC-ის აზრით უძრავი ქონების ბაზარს, რომელიც ათასობით ადამიანს ასაქმებს, კრიზისი ყველაზე მძიმედ შეეხო და მათ დახმარებას სოციალური დატვირთვაც აქვს.

     2009 წელს მიმდინარე მშენებლობის საერთო ფართი შეადგენდა 45000 კვმ-ს, რომლისთვისაც დაიხარჯა 4 მლნ აშშ დოლარი OPIC-ისგან მიღებული ტრანშიდან. სხვადასხვა ობიექტებზე ჩატარდა რკინა-ბეტონის, ბლოკით შემავსებელი, გადახურვის, თბოიზოლაციის და მოსაპირკეთებელი სამუშაოები. განხორციელდა ასევე სხვა სუბკონტრაქტორების მიერ სამუშაოებიც. კომპანიამ შეიძინა ფანჯრები, რკინის კარებები და ლიფტები მშენებარე სახლებისთვის.

     2009 წლის მონაცემებით, “იბერია უძრავი ქონება”-სა და მისი შვილობილ კომპანია “იბერია კონსტრაქშენი”-ში სამუშაო ადგილების რაოდენობა ჯამში 313-ს შეადგენს. “იბერია უძრავი ქონების” მთლიანი სახელფასო ფონდი შეადგენს 450000 ლარს, ხოლო “იბერია კონსტრაქშენის” _ 1 მლნ ლარს. 

     2008-2009 წლებში ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობდით უძრავი ქონების სხვადასხვა საერთაშორისო ექსპოზიციებსა და ბაზრობებზე, სადაც შევიძინეთ როგორც გამოცდილება ასევე კარგი კონტაქტები. 

     იბერია 2009 წლის 10-13 მარტს, სხვა ქართულ დეველოპერულ კომპანიებთან ერთად თბილისის მერიის ორგანიზებით კანში, უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე, წარდგა, სადაც სხვადასხვა პროექტი წარადგინა, რომლის საერთო ღირებულება 124 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.


     ჩვენ არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით და კვლავ განვაგრძობთ ახალი საერთაშორისო ფინანსური რესურსების მოპოვებისთვის მუშაობას. ახალი წარმატებების მისაღწევად, მიმდინარე პროექტების გარდა, სამომავლო პროექტების განსახორციელებლად, კომპანია 2010 წლიდან იწყებს თანამშრომლობას უძრავი ქონების საერთაშორისო ექსპერტებთან, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.