English Georgian
 
2010.01.16
OPIC-ი აფინანსებს ამერიკულ მცირე სამშენებლო ბიზნესს საქართველოში



     ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი -- ამერიკის შეერთებული შტატების მცირე ბიზნესი კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციიდან (OPIC) მიღებულ სესხს გამოიყენებს საქართველოს დედაქალაქ თბილისში ოთხი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად, რომელიც შედგება 318 ბინისგან.
OPIC-მა საქართველოს წამყვანი უძრავი ქონების კომპანიას სს “იბერია უძრავ ქონებას” გამოუყო 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი პროექტისთვის, რომელიც ითვალისწინებს თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე 89 ბინიანი - ცხრა სართულიანი კორპუსის მშენებლობას; აბაშიძის ქუჩაზე 18 ბინიანი - ათ სართულიანი კორპუსის მშენებლობას; რადიანის ქუჩაზე 10 ბინიანი კორპუსის მშენებლობას; და “იბერია ჰილზზე” 201 ბინიანი 22 ნაწილიანი კომპლექსის მშენებლობას. პროექტის სპონსპორია ამერიკული შპს “ფაიაბერდ ავრორა ედვაისორს”-ი, საინვესტიციო ფონდის მენეჯერი, რომელიც ნაწილობრივ ფლობს “იბერია უძრავ ქონებას”.


     OPIC-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დოქ. ლოურენს სპინელმა აღნიშნა, რომ პროექტის იყო დროული, იმის გთვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკაში ბინათმშენებლობის ბუმია, ვინაიდან მიმდინარეობს საბჭოთა კავშირის ბინათმშენებლობის შეცვალა ახალი საცხოვრებელი ფონდით. ამავდროულად ქვეყანა განიცდის საცხოვრებელი ფონდის ქრონიკულ დეფიციტს. გაანგარიშებების თანახმად, თბილისში ყველა აღმოსავლეთ ევროპის დედაქალაქთან შედარებით ერთ სულზე მოდის საცხოვრებელი ფონდის ყველაზე დაბალი ხოლო ოჯახზე მოდის მაცხოვრებელთა უმაღლესი მაჩვენებელი. 


     “ქვეყანაში არსებული მაღალი მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს სამშენებლო სექტორში შეინიშნება მნიშვნელოვანი ზრდა, მაგრამ მასზე უარყოფითი ზეგავლენა იქონია საერთაშორისო ფინანსურმა კრიზისმა. აღნიშნული პროექტი დაეხმარება საქართველოს როგორც საცხოვრებლის დეფიციტის დაკმაყოფილების თვალსაზრისით, ასევე უზრუნველყოფს სამშენებლო სექტორის დაფინანსების საჭირო წყაროს,” დოქ. სპინელმა აღნიშნა, რომ 2009 წლის ოქტომბერში საქართველოში იმყოფებოდნენ OPIC-ის თანამშრომლები და მათი განცხადებით OPIC-ის დაფინანსებით წარმოებულ “იბერიის” ადრეულ პროექტებში შეინიშნებოდა მნიშვნელოვანი პროგრესი. “მოხარულნი ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიყოთ “იბერიის” პარტნიორი ისეთ პროექტში, რომელიც სამშენებლო სფეროში მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საქართველოს”. 


     OPIC-ი დაფუძნდა 1971 წელს როგორც აშშ მთავრობის სააგენტო. ის ეხმარება ამერიკულ კომპანიებს საზღვარგარეთ ინვესტიციების განახორციელებაში, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას ახალ და განვითარებად, აღმოცენებად ბაზრებზე, ეხმარება კერძო სექტორს საზღვარგარეთ პირდაპირი ინვესტიციებისას რისკის მართვაში და მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას. რადგან  OPIC-ი თავის პროდუქტებზე ფასებს აწესებს ბაზრის გათვალისწინებით, ის მოქმედებს თვითდაფინანსების პრინციპით, გადასახადის გადამხდელებისთვის რაიმე სახის თვითღირებულების დაკისრების გარეშე. 


     OPIC-ის პოლიტიკური რისკის დაზღვევა და დაფინანსება ეხმარება ამერიკის შეერთებული შტატების დიდსა თუ მცირე საწარმოებს, განახორციელონ ინვესტიციები განვითარებისა და ზრდის პროცესში მყოფ ბაზრებზე მსოფლიოს 150-ზე მეტ განვითარებად ქვეყანაში. სააგენტოს 38 წელზე უფრო მეტ ხნიანი ისტორიის მანძილზე, OPIC-მა ხელი შეუწყო 188 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო განვითარებად ქვეყნებს 830,000-ზე მეტი ადგილობრივი სამუშაო ადგილის შექმნაში. გარდა ამისა, OPIC-ის პროექტების მეშვეობით ამერიკული ექსპორტებიდან მიღებულია 72 მილიარდი აშშ დოლარი და ამავე პროექტების დახმარებით შექმნილია 273,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი ამერიკაში. 


Visit OPIC on the web at www.opic.gov