English Georgian
 
2009.12.16
ეკონომიკის მისნისტრის ვიზიტი იბერიაში
16 დეკემბერს “იბერია უძრავი ქონება” საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ბატონმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მოინახულა. სამშენებლო სექტორში არსებული მდგომარეობის გაცნობის მიზნით, ეკონომიკის მინისტრი უკვე რამდენიმე დღეა შეხვედრებს მართავს სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებთან.

შეხვედრას იბერიას მხრიდან ესწრებოდნენ: რამაზ მოსაშვილი _ ს.ს ,,იბერია უძრავი ქონების “ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, იან ჰეიგი _ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, აქციონერი ,,ფაიერბერდ ავრორას” წარმომადგენელი, ელენა ანფიმოვა _ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, აქციონერი, ,,ფაიერბერდ ავრორას” წარმომადგენელი, ელენა შპე – უძრავი ქონების ექსპერტი, დოროტა უჰრეკი –უძრავი ქონების ექსპერტი, ვლადიმერ თუხარელი—ს.ს ,,იბერია უძრავი ქონების “ დირექტორი, ასევე კომპანია იბერიას სტუმარი პოლ როდიანკო – კავკასცემენტის დირექტორი.

შეხვედრაზე კომპანიის ხელმძღვანელებმა ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს მოახსენეს იბერიას მიერ ბოლო პერიოდში კრიზისის დასაძლევად განხორციელებული სამუშაოების და მიღწეული წარმატებების შესახებ, კონკრეტულად აშშ-ს მთავრობის მხრიდან მიმდინარე პროექტების დასრულებისთვის მიღებული ფინანსური რესურსის შესახებ. სტუმრებთან ერთად ასევე განიხილულ იქნა ზოგადად სექტორში არსებული პრობლემები და მათი დაძლევის გზები.

მინისტრის განცხადებით, შეხვედრების შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდება ბიზნესის აღნიშნული სფეროს განვითარებისთვის საჭირო გეგმის ჩამოყალიბება.
მისი თქმით, შეხვედრებზე მიღებული ინფორმაცია ასევე გამოყენებული იქნება ინვესტორებთან ურთიერთობის დროსაც.