English Georgian
 
2009.10.23
ოპიკის წარმომადგენლის, კენეტ ენჯელის ვიზიტი იბერიაში

დაგეგმილი ვიზიტი 23 ოქტომბერს შედგა. ოპიკის წარმომადგენელს კომპანიის მენეჯმენტმა ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა. აქციონერებმა და მენეჯმენტმა სტუმართან ერთად დაათვალიერეს მიმდინარე მშენებლობები და დაესწრნენ სამშენებლო პროცესს, რის შემდეგაც იბერიას ოფისში გადაინაცვლეს. 


შეხვედრას ესწრებოდნენ: კენეტ ენჯელი (OPIC), სამეთვალყურეო საბჭოს წევრები – რამაზ მოსაშვილი (თავმჯდომარე), ეკატერინე ქამუშაძე (თავმჯდომარეს მოადგილე), იან ჰეიგი (FIREBIRD), ელენა ანფიმოვა (FIREBIRD), იბერია უძრავი ქონების მენეჯმენტი – დირექტორი ვლადიმერ თუხარელი, ოპერაციათა მართვის დირექტორი ელენე ჭიჭინაძე და იბერია კონსტრაქშენის დირექტორი, ნიკოლოზ წიკლაური.


წარდგენილი ანგარიშის გაცნობის შემდეგ, კენეტ ენჯელმა დადებითად შეაფასა ჩატარებული სამუშაოები. მან განაცხადა: "მინდა გახსოვდეთ რომ, თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან გაქვთ მხარდაჭერა. ამერიკის მთავრობა ჩვენი სახით (OPIC) განაგრძობს იბერია უძრავი ქონების ფინანსურ დახმარებას. მოხარულები ვართ რომ გამოყოფილი თანხები მიზანმიმართულად იხარჯება. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რომ ჩვენმა სააგენტომ სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც იბერიას ახალი საკრედიტო ხაზი გამოუყო. ყველანი ვხედავთ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერია. ვფიქრობ სულ მალე თქვენ სამომავლო გეგმებზეც გვნქება საუბარი.”


შემდეგი ტრანშის მიღების და მისი ათვისების შემდეგ ოპიკის წარმომადგენელი კვლავ ეწვევა გეგმიური შემოწმებისთვის იბერია უძრავ ქონებას.