English Georgian
 
2009.10.06
მიმდინარე პროექტების შესახებ
იბერია უძრავმა ქონებამ, 2009 წლის 8 მაისს ოპიკისგან დამტკიცებული მორიგი სესხის პირველი ტრანში სამ თვეში მიიღო. შეგახსენებთ, ახალი საკრედიტო ხაზი 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობით ამერიკის მთავრობის სააგენტომ კომპანია იბერიას მიმდინარე პროექტების გამოუყო.

მიღებული ფინანსური რესურსი გადანაწილდა სხვადახვა ეტაპის მქონე ოთხ პროექტზე. ოპიკისგან მიღებული პირველი ტრანშით იბერიამ შეფერხებით მიმდინარე სამშენებლო პროცესი გააქტიურა, რადიანის #13-ში, ყიფშიძის #7-ში, იბერია ჰილსში და განაახლდა მშენებლობა აბაშიძის #73-ში.


ყიფშიძის ქ. #7, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, პროექტი რომელიც სრულდება ახლო მომავალში. მთავრდება ბოლო, მე-10 სართულის გადახურვა, პარალელურად იწყება გარე და შიდა სატიხრე შემავსებლების სამუშაოები. კომპანიამ ასევე შეიძინა ლიფტები, რომლის მონტაჟიც შენობის გადახურვის შემდეგ დასრულდება. 


რადიანის ქ. #13, (აბაშიძის IV ჩიხი), საცხოვრებელი სახლი: პროექტი რომელიც სრულდება ახლო მომავალში. შენობა გადახურულია, მიმდინარეობს სახურავის ჰიდროიზოლაციის მოწყობა. დასრულებულია კარკასის ეტაპი და გარე შემავსებლები, ასევე შიდა ტიხრების სამუშაოები; კომპანიამ შეიძინა ფინური კომპანია KONE-ს შუშის კაბინიანი ლიფტი. ახლო მომავალში დაიწყება კარ-ფანჯრებისა და ფასადური სისტემის ვიტრაჟის მონტაჟი.


იბერია ჰილსი, საცხოვრებელი კომპლექსი ბაგებში: კომპლექსი მოიცავს 20 ოთხსართულიანი სახლის მშენებლობას. დასრულებულია 13 სახლის კარკასი, გარე შემავსებლები დასრულებულია 7 კორპუსში; მიმდინარეობს მშენებლობა. 


ი.აბაშიძის ქ. #73, საცხოვრებელი სახლი: დასრულებულია ნულოვანი ციკლი და კომერციული სართულის კოლონები. მიმდინარეობს მშენებლობა.


ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილია ოპიკის წარმომადგენლის ვიზიტი კომპანიაში