English Georgian
 
2009.05.08
იბერია OPIC-ისგან 10 მლნ აშშ დოლარს მიიღებს

   

8 მაისს იბერიას ოფისში თანხის გამოყოფის შესახებ წერილის ხელმოწერის ცერემონია მედიის თანდასწრებით ჩატარდა. დოკუმენტს ხელი იბერიას მხრიდან - რამაზ მოსაშვილმა (ს.ს. იბერია უძრავი ქონების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე), ხოლო OPIC-ის მხრიდან - კენეტ ენჯელმა მოაწერეს.
 

კენეტ ენჯელმა (OPIC-ის წარმომადგენელი) განაცხადა - ”ამერიკის მთავრობა მისი სააგენტოს – OPIC-ის სახით აგრძელებს საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერას, რადგან საქართველო ითვლება ერთ-ერთ პრიორიტეტულ ქვეყანად. საქართველოში ოპიკს აინტერესებს რამდენიმე სფერო, საფინანსო სექტორი, ტურიზმი, სამთო მრეწველობა და უძრავი ქონების სექტორი. მივიჩნევთ რომ უძრავი ქონების სექტორი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ეკონომიკის სტიმულირებაში. ეს ბიზნეს სექტორი ქმნის ბევრ სამუშაო ადგილს, ამიტომ ამ სექტორის დახმარება გარკვეულწილად სოციალური პრობლემების მოგვარებასაც ნიშნავს.

რატომ შევარჩიეთ კომპანია იბერია? იბერია უძრავმა ქონებამ დააკმაყოფილა OPIC-ის ყველა კრიტერიუმი სესხის შესახებ ხელშეკრულებისთვის, პირველ რიგში ეს არის ამერიკული ბიზნეს ინტერესი ამ კომპანიაში, მენეჯმენტის დასავლური ორიენტაცია და ფინანსური გამჭვირვალობა. კომპანია იბერიასთვის გამოყოფილი 10 მლნ აშშ დოლარი მოხმარდება იბერიას მიმდინარე ოთხი პროექტის დასრულებას.”

 

ეკატერინე ქამუშაძემ (იბერია-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) განაცხადა - “ჩვენთვის ახალი ფინანსური რესურსის მიღება დიდი წარმატებაა. ვინაიდან ნდობას გვიცხადებს ისეთი ფინანსური ორგანიზაცია, როგორიც OPIC. ამ ორგანიზაციამ უპრეცენდენტოდ დაბალ პროცენტში გამოყო იბერიასთვის 10 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი, რომელიც კომპანიამ რამდენიმე წელიწადში უნდა დაფაროს. მიღებული სესხი კონკრეტულად ოთხი მიმდინარე პროექტის მშენებლობის პროცესის დასრულებას მოხმარდება, ესენია - საცხოვრებელი სახლები - აბაშიძის ქ. #73, რადიანის ქ. #13, ყიფშიძის ქ. #7 და საცხოვრებელი კომპლექსი ბაგებში – იბერია ჰილსი. 
 უნდა აღინიშნოს რომ, მიღებული 10 მილიონი ეს ცალკე გამოყოფილი ფინანსური რესურსია სპეციალურად იბერიასთვის და აგვისტოს მოვლენების შემდეგ  OPIC-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 176 მლნ აშშ დოლართან კავშირი არ აქვს.”

შეგახსენებთ რომ საქართველოსთვის OPIC-მა ჯამში 176 მილიონი დოლარის დახმარება გამოყო, რომელიც სულ 11 პროექტის დაფინანსებაზე უნდა დაიხარჯოს. ამათაგნ აგვისტოს შემდგომ პერიოდში ხელი ექვსი პროექტზე მემორანდუმს უკვე მოეწერა. დროის ამ მცირე მონაკვეთზე ამ მოცულობის დახმარება OPIC-ისგან არც ერთ სხვა ქვეყანას არ მიუღია.