English Georgian
 
2009.05.08
“იბერია უძრავმა ქონებამ” OPIC-ისგან მიიღო წერილი მორიგი სესხის დამტკიცების შესახებ

წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება ს.ს. “იბერია უძარავი ქონება”-სა და Overseas Private Investment Corporation (OPIC)-ს შორის – ახალი საკრედიტო ხაზის მიღებაზე 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობით რაც დღევანდელ დღეს, გლობალურად და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით კომპანია იბერიასთვის დიდი წარმატებაა. ახალი ფინანსური რესურსი იბერიას სხვადასხვა ეტაპზე მყოფი მიმდინარე პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. იბერიას მიმდინარე პროექტებია: 1) საცხოვრებელი სახლები - აბაშიძის ქ. #73 (დასრულებულია მშენებლობის 15%), 2) რადიანის ქ. #13 (მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები), 3) ყიფშიძის ქ. #7 (დასრულებულია მშენებლობის 80%) და 4) საცხოვრებელი კომპლექსი ბაგებში – იბერია ჰილსი, რომელიც ერთდროულად 20 ოთხსართულიანი სახლის მშენებლობას მოიცავს (დასრულებულია მშენებლობის 75%). 

იბერია ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობდა საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიმართულებით. ს.ს. “იბერია უძრავი ქონების” და ს.ს. “საქართველოს ბანკის” ერთობლივი პროექტისთვის OPIC-მა 2008 წლის 27 ოქტომბერს უკვე გამოყო საკრედიტო ხაზი 6,3 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. წარმატებით დასრულდა ასევე “საქართველოს ბანკის”-გან ახალი საკრედიტო ხაზის გამოყოფის პროცესიც. ყველა ეს ფინანსური რესურსი, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს იბერიას მიერ აღებული ვალდებულებების გარანტირებულად შესრულებისთვის. 

“ქართულ დეველოპერულ ბაზარზე იბერია ერთერთი თვალსაჩინო კომპანიაა, რომელმაც მოკლე დროში, მსოფლიო და ლოკალური სირთულეების მიუხედავად, უკვე არაერთხელ მოახერხა ფინანსური რესურსის მოზიდვა, რაც ადასტურებს ჩვენს პროფესიონალიზმს, ფინანსური მენეჯმენტის გამჭვირვალობას, რითიც ჩვენ ვუზრუნველყოფთ კომპანიის უწყვეტ ზრდას და განვითარებას.” – აცხადებს რამაზ მოსაშვილი, ს.ს. “იბერია უძრავი ქონების” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

როგორც მოგეხსენებათ, OPICამერიკულ კომპანიებს საზღვარგარეთ ინვესტიციების განხორციელებაში, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას ახალ და განვითარებად ბაზრებზე და ეხმარება კერძო სექტორს საზღვარგარეთ პირდაპირი ინვესტიციებისას რისკის მართვაში. OPIC-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტები მიმართულია ეკონომიკურ განვითარებაზე, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს პოლიტიკურ სტაბილურობას და საბაზრო რეფორმებს. ამჟამად, OPIC-ის მომსახურება ხელმისაწვდომია ახალი და ზრდის პროცესში მყოფი კომპანიებისათვის მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში. 

OPIC-ის წარმომადგენლები საქმიანი ვიზიტით თბილისს 6 მაისს ეწვიენ. კომპანია იბერიასთან თანხის გამოყოფის შესახებ წერილის ხელმოწერის ცერემონია ჩატარდება 8 მაისს, იბერიას ოფისში. 

იბერიას შესახებ: იბერია წარმოადგენს ერთერთ წამყვან ქართულ კომპანიას უძრავი ქონების განვითარების დარგში. მისი ძირითადი მიზანია მრავალფუნქციური შენობების დაპროექტება, დეველოპმენტი და მართვა. 9 წლიანი არსებობის ისტორიით იბერია მზარდ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა. 1999 წლიდან იბერიამ 9 სამშენებლო პროექტი განავითარა, დღეს კი 11 პროექტის დეველოპმენტს ახორციელებს: საცხოვრებელ, საოფისე, კომერციულ და სასტუმროს. 2008 წლის იანვარში ცნობილი ამერიკული საინვესტიციო ფონდი “ფაიერბერდ ავრორა” “სს იბერია უძრავი ქონების” აქციონერი გახდა, რის შედეგადაც ფონდი (Firebird Avrora) იბერიაში წარმოდგენილია 40%-იანი წილით.